წესები და პირობები

წესები და პირობები

 

 

  • დასახელება: შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 202453665
  • მისამართი:საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიორგი სააკაძის დაღმართი, N 8, ოფისი
  • ტელეფონი:591 67 00 00
  • ელ. ფოსტა: info@geoteckltd.com

 

 

მოვაჭრის ვალდებულებები

  • მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

 

  • საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

 

  • მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

კანონისმიერი გარანტია

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

 

  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

 

  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა – ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება – ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

 

  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია
    • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა
    • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

 

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

 

  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

 

 

შეკვეთის მიღება

  • მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია ჩვენი საიტის მეშვეობით;
  • მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს ორი დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 3 დან 5 სამუშაო დღეს თბილისში ხოლო რეგიონებში მაქსიმუმ 10 დღეს.

 

  • შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.

 

  • მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

 

  • მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება და ხელმოწერით დაადასტურის, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.

 

  • მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

 

მიწოდების საფასური – ამ ეტაპზე უფასოა;

  • თბილისში მიწოდება:
  • რეგიონებშიმიწოდება:

 

უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

  • ეს ვადა აითვლება:
    • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან
    • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან
    • მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან
    • საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან

 

დაბრუნების პირობები

  • ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია მოგვწეროს Facebook გვერდზე , მეილზე info@geoteckltd.com ან დაგვიკავშირდეს – ტელეფონი:591 67 00 00

 

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

 

  • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
  • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

 

  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.

 

  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

 

  • მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

 

  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

 

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

 

ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს

 

 

ფორს–მაჟორი

 

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

 

  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

 

  • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

 

  • შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

 

  • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

 

Dyson 5 day money back guarantee

1. Information on this offer and how to claim forms part of these Terms and Conditions. By participating you accept these Terms and Conditions.

2. To be eligible to claim the offer, you must have purchased an Eligible Dyson product (defined in clause 3) from Dyson:

3. Eligible Dyson products are all Dyson consumer machines and Dyson Hair Care professional edition machines for salons and stylists.

Dyson 90-day money back guarantee

1. Information on this offer and how to claim forms part of these Terms and Conditions. By participating you accept these Terms and Conditions.

2. To be eligible to claim the offer, you must have purchased an Eligible Dyson product (defined in clause 3) from Dyson:

3. Eligible Dyson products are all Dyson consumer machines and Dyson Hair Care professional edition machines for salons and stylists.

4. Subject to your rights under Georgian Consumer Law, where a presentation case has been personalised, a refund cannot be claimed under this offer.

5. To be eligible to claim under this offer:

5.1. the product must have been used under normal household conditions (or normal salon/stylist conditions for Dyson Hair Care professional edition machines) and maintained according to the instructions supplied;

5.2. the product, all accessories and any gifts or bonus products must be returned undamaged, in full working order (unless an issue is due to a manufacturing fault), in original packaging and with original proof of purchase;

5.3. you must produce such evidence as is reasonably required by Dyson to establish that the product is not subject to any hire purchase, lease, rental or other agreement, a result of which being that another party has an interest in or charge over the product.

6. To claim, you must contact Dyson’s Customer Care team by phone at 1800 239 766 within 45 days of purchase. The returned product must be returned to Dyson within 14 days of lodging your claim with Dyson.

7. Dyson reserves the right to verify the validity of all claims made in connection with this offer. If your claim is assessed as valid, Dyson will provide you with instructions on how to return your machine to Dyson’s Georgian premises. Dyson will cover the cost of delivery of the product within Georgia.

8. Dyson has absolute discretion to determine whether these Terms and Conditions have been satisfied entitling you to a refund under this offer.

9. The product, all accessories and any gifts or bonus products must be returned undamaged, in full working order, in original packaging and with original proof of purchase.

10. If authorised by Dyson, allow 45 days to receive the refund from the date of authorisation.

Dyson little scientists offer

1. Information on how to claim and Dyson’s offers in connection with the Dyson Little Scientists offer forms part of these Terms and Conditions. By using the promotional code received by you in connection with Dyson Little Scientists offer, you accept these Terms and Conditions and the terms and conditions on the Dyson Little Scientists offer leaflet (including the promotional code) provided to you by Dyson.

2. A promotional code issued to you is valid during the specified time period and on the terms and conditions set out in the Dyson Little Scientists offer leaflet provided to you.

3. Dyson reserves the right to verify the validity of all purchases made through the Dyson Little Scientists offer and reject any purchase that is made in breach of Dyson’s terms and conditions (including any terms and conditions that apply to a promotional code issued under the Dyson Little Scientists offer).

4. A promotional code is valid for one use in one transaction and is not transferable or exchangeable and cannot be taken as cash.  Promotional codes are able to be redeemed online only at www.dyson.com.au, and is not able to be used for purchase of Dyson products in stores at retailers or in conjunction with any other offer. Stock is subject to availability. No rain checks.

5. Except for any liability that cannot be excluded by law including statutory guarantees that cannot be excluded under the Georgian Consumer Law, Dyson excludes all liability (including for negligence), for any personal injury; or any loss or damage; whether direct, indirect, special or consequential, arising in any way out of the promotional offer, including any claim or offer that is claimed outside of the specified period, lost, altered, damaged or misdirected (whether or not after their receipt by Dyson) due to any reason.

კალათაში დამატებულია თქვენი პროდუქტი დაემატა კალათაში. მზად არის, როცა თქვენ იქნებით მზად!
გმადლობთ შენაძენისთვის! თქვენი შეკვეთა წარმატებით განთავსდა. თქვენ გამოგეგზავნათ დამადასტურებელი ელ.წერილი. გაცნობებთ, როგორც კი ის გაიგზავნება!